суббота, 7 марта 2009 г.

                როგორც უკვე ადგილმდებარეობის ბლოგში ავღნიშნეთ ავჭალა დედაქალაქის ჩრდილოეთოთ მდებარეობს, მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სოფელი წიწამური და ძველი დადაქალაქი მცხეთა სწორედ აქ მტკვრისა და არაგვის შესრთავთან 1922 წელს დაიწყო საბჭოთა კავშირში პირველი ჰიდრო  ელექტრო სადგურის მშენებლობა, შემოკლებით „ზაჰესი“, რომლის მშენებლობა და და ექსპლუატაციაში გაშვება მოხდა 1927 წელს. იგი მაშინვე ჩადგა ხალხის სამსახურში, ქალაქს ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფადა. თავდაპირველად ელექტრო სადგური გამოიმუშავებდა 12800 კილოვატს. ყველა ტურბინის გამოცდისა და მატისრული დატვირთვის შემდეგ ორ წელიწადში თითქმის 1,5 ჯერ გაიზარდა ელექტრო ენერგიის გამომუშავება და წელიწადში შეადგინა 28298 ათასი კილოვათი საათი.  ამჟამად სადგურის სიმძლავრე 36,8 მეგავატია. 82 წლის „ვატერან“ ელექტრო სადგურს თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის აღმშენებლობაში.   
      1963  წელს ავჭალაში ჩიქვანაიას ქუჩაზე გაიხსნა თბილისის საზეინკო ინსტრუმენტების ქარხანა. პირველად აქ  უშვებდნენ პატარა სალეს დანადგარებს, შემდეგ კი ძირითადი საქმიანობა სხრახნისების  და ეგრეთ წოდებული უნაპერწკლო ინსტრუმენტების გამოშვება იყო. წლების განმავლობაში ქარხანა უშვებდა 14 სახის სხვადასხვა სახრახნისნებს და 20-მდე სახეობის ქანჩ-გასაღებებს, ასევე სხვადასხვა სახის საზეინკლო იარაღებს. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ქარხანამ შეწყვიტა საზეინკლო იარაღების გამოშვება და დაიწყო ელმავლის სათადარიგო ნაწილების დამზადება.
            1950 წელს გვინდაძის ხევთან ხოდაბუნებზე აშენდა ამიერკავკასიის მნიშვნელობის ლითონ კონსტრუქციების ქარხანა. რომელსაც შემოკლებით „ზემკა„ეწოდა. იგი კავკასიის რესპუბლიკებისათვის ამზადებდა მაღალი და დაბალი ძაბვისათვის სადენების ანძების ლითონის კონსტრუქციებს. ასევე ქარხანა იღებდა შეკვეთებს სხვადასხვა სახის ლითონის კოსტრუქციების(ხიდების, შენობების, სატელივიზიო ანძების და სხვა)დამზადებაზე. საბოთა სახელმწიფოს დაშლის შემდაგ ქარხანამ დაკარგა მნიშვნელობა და იგი პატარ-პატარა კერძო საწარმოებად და ფირმებად გადაკეთდა.
         მის გაყოლებაზე ავჭალის რკინიგზის სადგურამდე 1932 წელს „ფოლად-თუჯ“ ჩამომსხმელი ქარხანა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო ამიტომ მას „ცენტროლეტი“ უწოდეს. ქარხანა უმზადებდა ფოლადის და თუჯის დეტალებს ისეთ საწარმოებებს როგორიც იყო თბილისის ჩარხმშენებელი ქარხანა, ს/გ „ელმავალმშენებელი“, ვაგომშემკეთებელი, ს/გ „ელექტროაპარატი“ თბილისის ავტოშემკეთებალი(ტარზი) და სხვა. მეორე სამამულო ომის პერიოდში იგი ამზადებდა სხვადა სხვა სახის ნაღმებს. ასებე როგორც „ზემკა“-მ კომუნისტური წყობილობის დაშლის შემდეგ მანაც დაკარგა თავისი დანიშნულება და ისიც დაიშალა პატარ-პატარა საამქროებად და საწარმოებად.
ავჭალის რკინიგზი სადგურის წინ 1930 წელს აშენდა შუსის ქარხანა. 1983 წელს მას შეუცვალეს პროფილი და დაიწყო პლასმასის ტარის (ბოთლების ჩასაწყობი ყუთები) გამოშვება. ამჟამად იგი უშვებს  პლასმასის საყოფაცხოვრებო ნივთებს.
         მდინარე გლდანულის აღმოსავლეთით ახლოს 1937 წელს აშენდა შამპანიური ღვინოების ქარხანა. შამპანიურის წარმოების პიკმა მიაღწია XX საუკუნის 80-იან წლებში შეადგენდა 24000000 ბოთლს. 1997 წელს ამერიკის საინვენსტიციო ფონდმა სახელმწიფოსაგან შეისყიდა ქარხნის აქციები და მას ეწოდა  კომპანია „ბაგრატიონი 1882“, რომელიც ქართული ცქრიალა ღვინის შამპანიურის ფუძემდებლის ივანე ბაგრატონის სახელს ატარებს. რომელიც ამჟამად კონპანია მოდერნიზირებულია მსოფლიოს უახლოესი ტექნოლოგიებით მუშაობს მთელი დატვირთვი. უშვებს ცნობილ შამპანიურს „ბაგრატიონი“ ბრუტი, „ბაგრატიონი“  მშრალი,„ბაგრატიონი“ ნახევრად მშრალი, „ბაგრატიონი“ ოქრო, „ბაგრატიონი“ ვარდი, „ბაგრატიონი“ წითელი, ჩინებული ( fainest ) და სხვა ცქრიალა ღვინოებს.       
                    ს.ს. „დავით სარაჯიშვილი და ენისელი“ წარმოადგენს საქართველოში კონიაკის მწარმოებელ უძველეს და უმსხვილეს საწარმოს. ცნობილი მეცნიერის, მრეწველისა და საზეგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილმა შექმნა ფირმა და ააშენა კონიაკისა და არყის მწარმოებელი ქარხანა რომელმაც თავისი პირველი პროდუქცია გამოუშვა 1888 წელს. 1918 წელს ფირმამ პროდუქციის წარმოება შეაჩერა, იგი დროებით დაკონსერვდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დმოსვლის შემდეგ დავით სარაჯიშვილის კონიაკისა და ლიქიორ-არყის ქარხანა გადავიდა სამტრესტის შემადგენლობაში და დაერქვა თბილისის კონიაკის ქარხანა. 1952 წელს კონიაკის ქარხანას შეუერთდა პირველად ღვინის ქარხნები და დაერქვა თბილისის კონიაკის კომბინათი. 1954 წელიდან მწყობრში შევიდა განახლებული, ახალი კონიაკის ქარხანა, რომელიც აღიჭურვა უახლოესი ტექნიკით. მის სპირტსაცავში განთავსდა სარაჯიშვილის დროინდელი ძველი სპირტებიც. 1882 წლიდან კომბინატი ისევ კონიაკის ქარხნის სახელით იწყებს საქმიანობას. 1989 წელს   თბილისის კონიაკის ქარხანის ბაზაზე შეიქმნა სამრეწველო– სავაჭრო ფირმა „ენისელი“. 1992 წელს დაერქვა დავით სარაჯიშვილის სახელობის  კონიაკის სამრეწველო კომერციული ფირმა „ენისელი“.1994 წელიდან შეიქმნა  დავით სარაჯიშვილის სახელობის  კონიაკის წარმოების სააქციო-საზოგადოება „ენისელი“.1998 წელიდან დღემდე  ფირმა იწოდება   სააქციო-საზოგადოება „დავით სარაჯიშვილის და ენისელი“. ფირმის საქმანობა მიმართულია ქართული ორდინალური და სამარკო კონიაკების დამზადება და რეალიზაცია წარმოადგენს. ამის გარდა ფირმა ამზადებს მაღალხარისხიან არაყს, ლიქიორს, კონაიკისებურ მაგარ სასმელს. ფირმის მიერ გამოშვებულმაკონიაკებმა საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე დღემდე. 2008 წლის დასაწყისისთვის, 197 ჯილდო დაიმსახურეს, მათშორის 22 გრან-პრი,128 ოქროს, 36 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს მედალია. ფირმა აღჭურვილია უახლოესი ტექნილოგიებით. ფირმის პროდუქციის ძირითადი მომხმარებელია რუსეთის ფედერაცია და უკრაინა,   პროდუქცია იგზავნება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კონტრაქტების საფუძველძე, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, ჩინეთში და სხვა. დღეისათვის ფირმა აწარმოებს 4სახის ორდინალური და 12 სახის სამარკო კონიაკს: „ დავით სარაჯიშვილი“, „გრემი“ , „თბილისი“, „ენისელი“, „არმაზი“, „გელათი“, „თაიგული“, ასევე უნიკალური მარკები 60 წლიანი დაძველების „XX საუკუნე“ და 2003 წელს-დავით სარაჯიშვილის 155 წელთან დაკავშირებით დამზადდა 100 წლიანი კონიაკი „სარაჯიშვილი-155“. 2008 წლიდან სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩნდა კომპანია „სარაჯიშვილის“ ახალი სახის პროდუქცია, რომელიც თავისი ხარისხით და გარეგნული იერსახით მაქსიმალურად არის დაახლოვებული ევროპის ბაზრის მოთხოვნებთან, კერძოდ, ეტიკეტებს ამშვენებს კომპანიის განახლებული ლოგო და კონიაკის ხარისხის დამახასიათებელი საერთაშორისო აბრევიატურა, აღნიშვნებით „სარაჯიშვილი-VS“, „სარაჯიშვილი-VSOP“    და   „სარაჯიშვილი-XO“         
      1962 წელს კონიაკის ქარხნის გვერდით აშენდა ღვინის ქარხანა. კომუნისტური წყობილების პერიოდში  „ თბილღვინო“ ერთ-ერთი მონოპოლისტი იყო ღვინის წარმოებაში. დღევანდელ დღეს საქართველოში მოქმედებს 150 ღვინის ქარხანა. მათგა სამი კომპანია მოწინავე „თელიანი ველი“, „თელავის ღვინის მარაგი“  და  „ თბილღვინო“. ამჟამად    „ თბილღვინოს“  დამფუძვნებელი და ხელმძღვანელი გახლავთ სააქციო საზოგადოება „ორი ძმა“ და მას ხელმძღვანელობენ ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები. ქარხანა უშვებს სხვადასხვა დასახელების ბრენდებს. მსოფლიო ბაზარზე მათი გაყიდვა წარმატებით მიმდინარეობს. მათი პროდუქცია ექსპორტირდება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: იკრაინა,ყაზახეთი, ლიტვა, ლატვაი, ესტონეთი, პოლონეთი, აზერბაიჯანი, არბთა გაერთიანებული ემირათები, საფრანგეთი, ჰოლანდია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და კანადა.  „ თბილღვინოს“  ბრენდებს საერთაშორისო კონკურსებიდან სულ აღებული აქვს 11 მედალი აქედან 1 ოქროს.

             ასევა ავჭალაშია ღვინის ჩამომსხმელი და საფუარის ქარხნები, ფქვილის კომბინატი, ბეტონის ქარხნა.